Tedo Rekhviashvili, born in 1990, is a contemporary Georgian artist. In his practice — whether in social, political, philosophical works or in individual landscapes — the Georgian terrain and places native to him frequently appear. Although working across various media, watercolor for the artist represents the material through which a view becomes not merely a landscape, but an inner experience — a zone that exists between land and eye.
The places depicted in Rekhviashvili’s landscapes are real; yet their existence on paper transcends geography. Between what is seen and what is remembered, a different landscape emerges — a space formed through perception and feeling. The textual axis of the exhibition is the artist’s own words:
“When I close my eyes and recall it, the Georgian landscape for me is this: very sparse slopes unfolding into fields, fields carved into farmlands, divided by fruit trees and wild plum trees, shrubs and thickets. All this descends into ochre-tinted rocks and gravelly riverbanks, with a greenish-grey river, alders and willows along the shores, where blue sky reflects in puddles filled with tadpoles. Higher and higher, the meadows transform into oak and beech forests, which then connect with spruce and pine groves, merging into grey rocky mountains. Rural architecture is also wild — faded, greyed wooden planks and fences.
My relationship with and love for my homeland comes from the mountains of Samtskhe. There I first came to know both nature and the village. The cold of a clear stream and the scent of dewy grass have remained with me forever.
Overall, for me, the Georgian landscape is perhaps a beautiful tumult of forms, filled with swamp tones, greens, umber, and violet. These landscapes do not depict only specific regions and places; they transform into varying states of color and tone, with the coexistence of horizons and forms. Watercolor is that airy space which softens my relationship with Georgian land marked by a heavy past and makes contact easier. It is stain upon stain, flow and pause, in the same way that the landscape lives in my eye and memory.
Every day, we each follow our own path toward nature. Between land and eye there is no clear boundary — there is a space where matter and perception, imagination and memory coexist. Watercolor, with its transparency and flow, operates precisely within this middle ground. Forms lightly replace one another, and color breathes”.
თედო რეხვიაშვილი 1990 წელს დაბადებული თანამედროვე ქართველი არტისტია. მის შემოქმედებაში - სოციალურ, პოლიტიკურ, ფილოსოფიურ ნამუშევრებსა თუ ცალკეულ პეიზაჟში - ხშირადაა ასახული ქართული ლანდშაფტი, მისთვის მშობლიური ადგილები. სხვადასხვა მედიუმში მუშაობის მიუხედავად, აკვარელი ავტორისთვის წარმოადგენს იმ მასალას, რომლითაც ხედი იქცევა არა მხოლოდ პეიზაჟად, არამედ შინაგან გამოცდილებად — იმ ზონად, რომელიც მიწასა და თვალს შორის არსებობს.
თედო რეხვიაშვილი 1990 წელს დაბადებული თანამედროვე ქართველი არტისტია. მის შემოქმედებაში - სოციალურ, პოლიტიკურ, ფილოსოფიურ ნამუშევრებსა თუ ცალკეულ პეიზაჟში - ხშირადაა ასახული ქართული ლანდშაფტი, მისთვის მშობლიური ადგილები. სხვადასხვა მედიუმში მუშაობის მიუხედავად, აკვარელი ავტორისთვის წარმოადგენს იმ მასალას, რომლითაც ხედი იქცევა არა მხოლოდ პეიზაჟად, არამედ შინაგან გამოცდილებად — იმ ზონად, რომელიც მიწასა და თვალს შორის არსებობს.
თედო რეხვიაშვილის პეიზაჟებში წარმოდგენილი ადგილები რეალურია, თუმცა მათი არსებობა ქაღალდზე, სცდება გეოგრაფიას. ნანახსა და გახსენებულს შორის იბადება განსხვავებული ლანდშაფტი — აღქმითა და განცდით ფორმირებული სივრცე.
ექსპოზიციის ტექსტობრივ ღერძს წარმოადგენს თავად მხატვრის სიტყვები:
„თვალებს როცა ვხუჭავ და ვიხსენებ, ქართული ლანდშაფტი ჩემთვის ასეთია: ძალიან მეჩხერი, ველებად დაშლილი ფერდობები, ყანებად დასერილი ველები, რომლებსაც ხეხილისა და ტყემლის ხეები, ბუჩქები და ბარდები ჰყოფს. ეს ყველაფერი დაბლა გადადის ოხრანარევ კლდეებსა და ქვაღორღიან ჭალებში, მომწვანო-მონაცრისფრო მდინარით, თხმელებითა და ტირიფებით ნაპირების გასწვრივ, სადაც თავკომბალებიან გუბურებში ლურჯი ცა ირეკლება. მაღლა და მაღლა მინდვრები მუხისა და წიფლის ტყეებში გარდაისახება, მერე კი ნაძვნარითა და ფიჭვნარით უერთდება ნაცრისფერ კლდოვან მთებს. სოფლის არქიტექტურაც ველურია, გახუნებულ-განაცრისფრებული ფიცრულებითა და ღობეებით.
ჩემი სამშობლოსთან ურთიერთობა და სიყვარული სამცხის მთებიდან მოდის. იქ შევიცანი პირველად ბუნებაცა და სოფელიც. ანკარა ნაკადულის სიცივეც და ნამიანი ბალახის სურნელიც სამუდამოდ იქაური დამრჩა.
მთლიანობაში, ჩემთვის ქართული პეიზაჟი ალბათ მშვენიერ ფორმათა აურზაურია, ბევრი ჭაობისფერით, მწვანით, უმბრათი და იისფერით. პეიზაჟები არ ასახავს მხოლოდ კონკრეტულ მხარეებსა და ადგილებს, არამედ იქცევა ფერის, ელფერის სხვადასხვანაირ მდგომარეობად, ჰორიზონტებისა და ფორმათა თანაარსებობით. აკვარელი ის ჰაეროვანი სივრცეა, რომელიც მძიმე წარსულის მქონე ქართულ მიწასთან
ურთიერთობას მიმსუბუქებს, შეხებას მიადვილებს. ესაა ლაქა ლაქაზე, დინება და შეჩერება იმგვარად, როგორც პეიზაჟი ცხოვრობს ჩემს თვალსა და მეხსიერებაში.
ყოველდღიურად, ყველა ჩვენებურ გზას გავდივართ ბუნებამდე. მიწასა და თვალს შორის არ არსებობს მკაფიო საზღვარი — არსებობს სივრცე, სადაც მატერია და აღქმა, წარმოდგენა და მეხსიერება თანაარსებობს. აკვარელი, თავისი გამჭვირვალობითა და დინებით, სწორედ ამ შუაგულში მუშაობს. ფორმები ჰაეროვნად ენაცვლებიან ერთმანეთს, ფერი კი სუნთქავს”.